შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ინსპექტორის სამსახურის ცნობით, მოზარდი ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.
შეგახსენებთ, გუშინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით გავრცელდა მეტროში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა სმენადაქვეითებულ ახალგაზრდას სცემა.