საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს შტაბბინაში შეხვედრებს გამართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა, სადაც 26 იანვარს დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – ლაშა დარსალია.