ლევან ნიკოლეიშვილი – მოვუწოდებ ლონდა თოლორაიას მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება მოძალადე პოლიციელის მიმართ

მოვუწოდებ ლონდა თოლორაიას, სასწრაფოდ ადეკვატური პასუხი გასცეს საზოგადოებრივ მღელვარებას, სასწრაფოდ გვერდზე გადადოს პირადი პოლიტიკური გემოვნება და გეგმები და მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება მოძალადე პოლიციელის მიმართ! – ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს სოციალური ქსელით მიმართავს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ყოველი წამი, როცა შშმ პირის უმოწყალოდ მცემელი ადამიანი თავისუფალია, სწორედ ლონდა თოლორაიას სინდისზეა.

„მოვუწოდებ ლონდა თოლორაიას, სასწრაფოდ ადეკვატური პასუხი გასცეს საზოგადოებრივ მღელვარებას, სასწრაფოდ გვერდზე გადადოს პირადი პოლიტიკური გემოვნება და გეგმები და მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება მოძალადე პოლიციელის მიმართ!საზოგადოებამ კი უნდა იცოდეს, რომ ყოველი წამი, როცა შშმ პირის უმოწყალოდ მცემელი ადამიანი თავისუფალია, სწორედ ლონდა თოლორაიას სინდისზეა!!!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები