საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ პაპუაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„გულითადად ვულოცავ ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას. მოუთმენლად ველოდებით თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი საერთო ღირებულებების, მიზნებისა და დღის წესრიგის წინსვლისთვის“, – წერს პაპუაშვილი.
ნიდერლანდების წარმომადგენელი ტინი კოქსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად დღეს 164 ხმით აირჩიეს.
My heartfelt congratulations to Tiny Kox on your election as the President of the Parliamentary Assembly of Council of Europe. Looking forward to working closely with you on advancing our shared values, goals and agenda. @PACE_President
— Shalva Papuashvili (@shpapuashvili) January 24, 2022