მელიქიშვილის გამზირზე, აფთიაქში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ჯპს-ის აფთიაქში ხანძარი გაჩნდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საგანგებო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.