გერმანიის თავდაცვის სამინისტრო რუმინეთში ნატო-ს საჰაერო პატრულირებაში მონაწილეობას გაზრდის
გერმანია თებერვალში რუმინეთის ბაზიდან ნატო-ს საჰაერო პატრულირებაში მონაწილეობას გაზრდის.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
კითხვაზე, მონაწილეობს თუ არა გერმანია ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაძლიერებაში აღმოსავლეთ ევროპაში, უწყების წარმომადგენელმა თქვა, “უკვე თებერვალში გავზრდით მონაწილეობას ნატო-ს საჰაერო პატრულირებაში რუმინეთში, სამხრეთის მიმართულებით. ეს დიდი ხნის განმავლობაში იყო დაგეგმილი და ახლა ხორციელდება”.
მისივე თქმით, ძალები განლაგების ადგილზე 22 თებერვალს მივა.