მიმდინარე კვირაში პარლამეტი ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მოუსმენს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის 2 წევრის თანამდებობებზე ასარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით პრეზიდენტის წარდგინების შესახებ იმსჯელეს.

პარლამენტის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტის მიერ დასახელებულია თენგიზ თევზაძის და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო კომისიის წევრობის კანდიდატებად – ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანდიდატების მოსმენა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები