დავით მათიკაშვილი – გახარიას პარტიაზე: პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველაზე დესტრუქციულ ძალასთან თანამშრომლობენ

“რა ინსინუაციაც არ უნდა მოიფიქრონ ან მოიგონონ გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა, ისინი ვერ გაექცევიან საზოგადოებრივ გაკიცხვას იმ კონტექსტით, რომ ყველაზე დესტრუქციულ ძალასთან თანამშრომლობენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის დღიდან ძალიან საეჭვოდ იკვეთება გარკვეული ალიანსი მის პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

„ბოლო მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამეგრელოში, ცხადზე ცხადად ადასტურებს, რომ რეალურად ეს ორი ძალა, ერთი მხრივ, დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხრივ მოღალატეობის გზაზე დამდგარი გახარიას პარტია ნამდვილად თანამშრომლობენ და ნამდვილად გააჩნიათ თავისი ალიანსი. რაც შეეხება ე.წ. ზეწოლებს, რომელიც მომდინარეობს ამ თუ იმ პარტიის სპიკერებიდან, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რასაც ვაცხადებთ, ეს ყველაფერი უნდა დავამტკიცოთ. სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება უბრალოდ საუბარი. რა ინსინუაციაც არ უნდა მოიფიქრონ ან მოიგონონ გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა, ისინი ვერ გაექცევიან საზოგადოებრივ გაკიცხვას იმ კონტექსტით, რომ ყველაზე დესტრუქციულ ძალასთან თანამშრომლობენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები