პროკურორი: უკვე მერამდენე პროცესია, მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, რადგან პასუხი არ აქვს მძიმე ბრალდებებზე

“უკვე მერამდენე პროცესია, მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის, დარბევის კადრებს, რადგან მძიმე ბრალდებებზე პასუხი მას არ აქვს”, – ამის შესახებ 7 ნოემბრის ეპიზოდზე ბრალდებული მესამე პრეზიდენტის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი სასამართლო პროცესებს პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს.

„ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას აგრძელებს. მათ შორის, დღეს წარმოდგენილი გვქონდა ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს 7 ნოემბერს მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის და მათი დარბევის კადრებს. ეს არის უდავო მტკიცებულებები 7 ნოემბრის დანაშაულის დასტურისა, მაგრამ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, როცა ჩვენ ვიკვლევთ მტკიცებულებებს, თუნდაც, ვიდეომასალას, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის წინ შეუძლოდ ხდება და ის სასამართლოზე გამოცხადებას თავს არიდებს. უკვე მერამდენე პროცესია, ასე თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის, ამ დარბევის კადრებს, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, მას პასუხი არ აქვს ამ მძიმე ბრალდებებზე და შეკითხვებზე. როგორც ჩანს და უკვე ნათელია, მიხეილ სააკაშვილის სურვილი არასდროს ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა, ის მხოლოდ პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს პროცესებს, როცა მას ეს აწყობს და ერთგვარი სანახაობის მოსაწყობად იყენებს სასამართლო სხდომებს, თორემ მტკიცებულებათა გამოკვლევასა და შინაარსობრივ მხარეში ის არ მონაწილეობს“, – განაცხადა წიკლაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები