4 მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, კორონავირუსი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს – მიხეილ ჩხენკელს, ინფრასტრუქტურის მინისტრს – ირაკლი ქარსელაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს – ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს დაუდასტურდათ.
შესაბამისად, ინფიცირების გამო, მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა.