თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლო 12:00 საათზე გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, პროცესს ბრალდებული არ დაესწრება.
დღევანდელი სასამართლო სხდომა 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის ძალით დაშლასა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრას ეხება.
ამ საქმის განხილვას მიხეილ სააკაშვილი პირველად 2021 წლის ნოემბერში დაესწრო და სხდომა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს.