ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა
გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
“საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი მშვილდოსნის, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად სპორტულ საზოგადოებას”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.