კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში „ოქროს ბირჟა“ დროებით დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში „ოქროს ბირჟა“ დროებით დაიხურა, – ამის შესახებ “კვირას” „ოქროს ბირჟის“ დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსი დაახლოებით 40 ადამიანს დაუდასტურდა.

“ტესტებს ვაკეთებთ ორ კვირაში ერთხელ. გუშინ კოვიდტესტირებით გამოვლინდა კორონავირუსის დაახლოებით 40 შემთხვევა. ვიფიქრეთ, რომ ერთი კვირა დაგვეკეტა, რომ ვირუსი ვისაც აქვს, მორჩნენ. თუ კიდევ ვინმეს აქვს, ერთ კვირაში ესეც გამოჩნდება. პირველში ისევ გაიხსნება“, – განაცხადა ყიფიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები