თენგიზ ცერცვაძე: ახლა ვაქცინაციაზე რიგები უნდა იყოს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლისას გამოსავალი ვაქცინაციაშია.

“საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არის მაქსიმალურად მზად, რათა დანაკარგები იყოს მინიმალური და ავადმყოფები არ გაწვალდნენ, დროულად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დახმარება.

ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, რადგან ორი დოზაც, მაგრამ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს. ახლა მაინც ამ ტალღას შევხვდეთ ღირსეულად. ჯანდაცვის სექტორი მზადაა, ჩვენი პასუხისმგებლობაც და მოქალაქეობრივი მოვალეობაც იყოს ასევე მზად ამ ტალღისთვის და გამოვალთ მინიმალური დანაკარგებით”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები