დავით ზალკალიანი – უკრაინაზე: არ გამოვრიცხავ არცერთ სცენარს, მათ შორის, საომარ მოქმედებებს

“არ გამოვრიცხავ არცერთ სცენარს, მათ შორის, საომარ მოქმედებებს. შესაძლოა, ეს არ იყოს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედება, თუმცა გარკვეულწილად ის შეზღუდული მასშტაბით საომარი მოქმედება საომარი მოქმედებაა და ამას რა თქმა უნდა მოჰყვება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა და ეს იქნება აღქმული როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპების დარღვევა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „შაბათის ქრონიკაში“ უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს არა მხოლოდ ის მწვავე რიტორიკა და დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, არამედ ის ქმედებები, რაც უკვე რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მხედველობაში მაქვს უკრაინა, როდესაც იმის მაგივრად, რომ მოლაპარაკების შედეგად წასულიყო პროცესები დეესკალაციის მიმართულებით, პირიქით, რუსეთის ფედერაციამ გაზარდა სამხედრო კონტინგენტი უკრაინის გარშემო. უფრო ინტენსიური გახადა სამხედრო წვრთნები და მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რას უნდა ემსახურებოდეს ეს ქმედებები თუ არა იმას, რომ შესაძლოა ერთ-ერთი სცენარი იყოს სუვერენულ სახელმწიფო ტერიტორიის ხელყოფა“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები