გია ვოლსკი: ევროპარლამენტარებმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს – აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ჟან მონეს დიალოგი გულისხმობს

ევროპარლამენტარებმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს. იგი აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი გულისხმობს, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში გაუქმებული ვიზიტის შესახებ სამი ევროპარლამენტარის განცხადება.

„განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს ევროპარლამენტარებმა, ვინაიდან თავად ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებს ითვალისწინებს, რა საკვირველია, წინასწარი მომზადებით, თუმცა გარკვეული დღის წესრიგის გარეშე. იგი მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს.

აღნიშნული განცხადება, რომ შალვა პაპუაშვილს არ ეცალა და მით პოლარიზაციის ხელშეწყობა, ჩვენი ოპონენტების კიდევ მობილიზება, რომლებმაც იმ წამსვე დრომოჭმული განცხადებების კეთება დაიწყეს რუსული და დასავლური ორიენტირების შესახებ, აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ეს ფორმატი თავად გულისხმობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები