რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ამჯერადაც არ ექნებათ არგუმენტები, თუმცა მაინც შეეცდებიან, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ

ცხადია, ოპოზიციისგან მოლოდინი გვაქვს, რომ ამჯერადაც არ ექნებათ არგუმენტები, თუმცა მაინც შეეცდებიან, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს კვალიფიკაციას და ასევე მაღალი მორალური რეპუტაციის მქონე იყოს, როგორც ეს კანონმდებლობაში კრიტერიუმების სახითაა მოცემული.

„ცხადია, ოპოზიციისგან მოლოდინი გვაქვს, რომ ამჯერადაც არ ექნებათ არგუმენტები, თუმცა მაინც შეეცდებიან, ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ. აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ გადაწყვეტილებას კანონის ფარგლებში მივიღებთ, იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რასაც კანონი ითვალისწინებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები