ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება

ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესყიდვის სავარუდო ღირებულება 2 480 425 ლარია.

„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 20 იანვარს გამოაცხადა.

დღემდე, სოფელში მცხოვრები 1000- მდე ოჯახი, სასმელ წყალს დღეგამოშვებით, ორი საათით იღებს. სოფელში არსებული მოძველებული წყალმომარაგების სისტემა ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივების მოთხოვნას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები