კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 6 027, იმერეთში – 1 323, აჭარაში – 1 167

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 027 შემთხვევა, აჭარაში – 1 167, იმერეთში – 1 323, ქვემო ქართლში – 512, შიდა ქართლში – 475, გურიაში – 218, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 500, კახეთში – 366, მცხეთა-მთიანეთში – 203, სამცხე-ჯავახეთში – 208, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 70 423 საიდანაც:

4 462 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 938, აჭარაში – 610, იმერეთში – 821.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 989 პირი, მათ შორის, თბილისში – 422, აჭარაში – 123, იმერეთში – 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 50, იმერეთში – 20.

1 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 109 – თბილისში, 626 – აჭარაში.

64 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – ექვსი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები