თინა ხიდაშელი: რუსეთმა აღიარა, რომ მთავარი, რისიც ეშინია, მის საზღვრებთან მყოფი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატო-ში გაწევრიანებაა

რუსეთმა აღიარა და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ მთავარი, რისიც მას ეშინია არის მის საზღვრებთან მყოფი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანება, – ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რითაც რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას გამოეხმაურა.

„ორად ორი გზა არსებობს იმის პრევენციის, რომ პირველი, სახეზე არ იყოს შემდგომი ინტერვენცია და მეორე, ეს სტატუს-კვო, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და ოკუპაცია და ანექსია დასრულდეს.

ამისათვის კი არ უნდა ვემუქრებოდეთ ისეთი არნახული სანქციებით, რომელიც თავზარდამცემი იქნება მისთვის, როგორც ამას ამბობენ დღეს ამერიკელები, არამედ ეს სანქციები უკვე ძალაში უნდა იყოს მოყვანილი და მეორე, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს კარის გაღება იმიტომ, რომ ეს არის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია რუსეთს. თუკი ამას ჩვენ ვამბობდით ლოგიკის, ანალიზის, არგუმენტების საფუძველზე, დღეს ეს უკვე ფაქტია იმიტომ, რომ თავად რუსეთმა აღიარა და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ მთავარი, რისიც მას ეშინია არის მის საზღვრებთან მყოფი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანება და სწორედ ეს იქნება ყველაზე მთავარი პრევენცია, პრაქტიკულად უზრუნველყოფა იმისა, რომ შემდგომი ინტერვენცია აღარ მოხდეს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები