გიორგი ვაშაძე: „ნაცმოძრაობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ

კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაცმოძრაობა“ და ხელისუფლება ასე არ იცვლება. შეთანხმების კუთხით, „ნაციონალური მოძრობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს. რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ „გადამაგდონ“? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება ასე არ იცვლება. მას აქვს თავისი ტელევიზია, თავისი გზავნილები შეუძლია ჰქონდეს, აკონტროლებს ამ გზავნილებს.

ჩვენ რომ განსხვავებული გზავნილი გვინდა, მერე ეს ჩვენ ვერ მიგვაქვს სხვა ტელევიზიებთან, რომლებსაც სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ სინქრონში აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როდესაც გვესხმოდნენ თავს და ჩვენს მხარეს უზარმაზარ ტალახს ისროდნენ, ჩვენ ამას ამით არასდროს ვპასუხობთ, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსის ფუნქცია თითქოს არის, რომ ილანძღოს, დააბრალოს ათასი რამ სხვას, რაც ასევე მომისმენია ჩემზე და ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე. მე არ ვენდობი „ნაციონალურ მოძრაობას“.

რადგან მათი მხრიდან შეთანხმება დარღვეულა არაერთხელ და არ ვაპირებ კოალიციაში მათთან ყოფნას. შეთანხმების კუთხით, მათ მიმართ ნდობა არ მაქვს. რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ „გადამაგდონ“? სამწუხაროდ, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები