ირაკლი ქადაგიშვილი – “ნაციონალურ მოძრაობაზე: მათი ტაქტიკა არის ქაოსური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” ტაქტიკა ქაოსურია.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მათმა გეგმამ სააკაშვილის ჩამოსვლით ქვეყანაში არეულობა გამოეწვიათ – არ იმოქმედა, ახლა სახალხო უკმაყოფილების ასაგორებლად ნებისმიერ ლოკალურ პრობლემაზე აქციას მართავენ.

„საპარლამენტო თანმიმდევრულ მუშაობას არ ერწყმოდნენ, ფაქტობრივად, 2 წლის განმავლობაში. აქცენტი ჰქონდათ ქუჩაზე, რომ მიშას ჩამოსვლით აირეოდა ქვეყანა, არ აირია. ახლა იქნებ რამენაირად სააკაშვილი გამოიყვანონ ციხიდან. ამასთან ერთად, ხედავენ, რომ ეს აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, საზოგადოებაში შესაბამისი გამოხმაურება არ აქვს. ახლა აწყდებიან ნებისმიერ პრობლემას, რომელიც ლოკალურად შეიძლება, წამოიჭრას სადმე, რომ ამაზე უნდათ სახალხო უკმაყოფილების აგორება, რაც, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიულია, შესაბამის შედეგს ვერ მიაღწევენ. გამომდინარე აქედან მათი ტაქტიკა არის ქაოსური“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით აქციები გაიმართა. ამ წუთებში, საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები