სანდრო რაქვიაშვილი: ვერ ვხედავ საფუძველს, რატომ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ბადრი ჯაფარიძეს

“დარწმუნებული ვარ, ეს არა მანდატის, არამედ საბიუჯეტო დაფინანსების გადანაწილების ამბავია”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, თუ რატომ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ბადრი ჯაფარიძეს. ეჭვი მეპარება, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ვინმე მხარს დაუჭერს. ელენე ხოშტარიას ღიად გაცხადებული პოზიცია აქვს, რომ პარლამენტში არ უნდა. თუ ამ პოზიციას არ შეცვლის და არ იტყვის, რომ მას პარლამენტში უნდა, მაშინ ეს სულ სხვა საქმეა. შალვა ნათელაშვილის შემთხვევა კი სულ სხვაა.
საბოლოოდ, მე დარწმუნებული ვარ, ეს არა მანდატის, არამედ საბიუჯეტო დაფინანსების გადანაწილების ამბავია. შეგვიძლია, იმ კუთხით გადავხედოთ, რომ არავის აინტერესებს მანდატი, ამ შემთხვევაში, არამედ სად წავა ფული: ბიუჯეტში დაბრუნდება თუ შალვა ნათელაშვილის პარტიაში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, კანონმდებლები ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სესიაზე მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები