თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში ანთიმოზ ივერიელის სახელობის დარბაზი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში, მცირე ფოიეში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, რუმინეთში მოღვაწე ქართველი სასულიერო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის სახელობის დარბაზი გაიხსნა.
დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, ანთიმოზ ივერიელის მხარდაჭერითა და ვახტანგ VI-ის თაოსნობით დაარსებული, პირველი ქართული სტამბის მიერ გამოცემული უნიკალური გამოცემები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება, ასევე რუმინეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საჩუქრად გადმოცემული ნახატები. ახლადგახნილი დარბაზის ერთ-ერთი კედელი ახალგაზრდა მხატვრის გიორგი კალანდარიშვილის მიერ მოიხატა.
მცირე ფოიესთან ერთად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალური ფოიეს შესასვლელს, ფოიესა და დარბაზს. ამასთან, ცენტრალურ ფოიეში უახლოეს პერიოდში სტუდენტური სივრცე მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები