ნათია მეზვრიშვილი: ის კრიზისი, რაც ახლა მუნიციპალიტეტებშია შექმნილი, არის როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე – „ქართული ოცნების“ დამსახურება

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში პარტიების პოლიტიკის კეთების ერთადერთ ინსტრუმენტად დადანაშაულება იქცა.

როგორც მან განმარტა,  გამორიცხავს, რომ ექსპრემიერ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას შექმნის.

„დადანაშაულება იქცა ამ პარტიების პოლიტიკის კეთების ერთადერთ ინსტრუმენტად და ჩვენ ამას მიჩვეულნი ვართ. ამას არ ავყვებით. ჩვენი პარტია ისევ გამორიცხავს „ნაციონალური მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.
ის კრიზისი, რაც ახლა მუნიციპალიტეტებშია შექმნილი,  არის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე – „ქართული ოცნების“ დამსახურება. მოქალაქეთა ელემენტარული პრობლემები იქ შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო ვერ გვარდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები