თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე, აკრძალულ ტერიტორიაზე – ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ნადირობდა. “სამართალდამრღვევმა წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
შედგა შესაბამისი ოქმი. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება სასამართლოში.
ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
#გარემოსდაცვა2021 #გზდ2021