პოლიტიკური ქორწინების გაგრძელება წალენჯიხაში – ვლადიმერ ბოჟაძე ,,ნაციონალებისა” და გახარიას პარტიის კავშირზე

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრის კორნელი სალიას აირჩევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ის ფიქრობს, რომ ამ ორ პარტიას შორის ჩხოროწყუში დაწყებული პოლიტიკური ქორწინება, დღეს წალენჯიხაში სტრატეგიული პარტნიორებით დაგვირგვინდა.

„ჩხოროწყუში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” და გახარიას პარტიამ როცა ოფიციალურად გააფორმეს პოლიტიკური ქორწინება, მაშინ გვითხრეს გეჩვენებათო დღეს წალენჯიხაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს თუ როგორ გახდნენ 2021 წელს ჯერ მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეები, 2022 წელს სტრატეგიული პარტნიორები!

დღეს კოალიციას ,,ლელოც” შეუერთდა და საბოლოოდ შეერწყა ,,ნაციონალურ მოძრაობას”, ყველა სხვა მუნიციპალიტეტშიც ასევე ერთად არიან, უბრალოდ მათ კავშირს/კოალიციას არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, თორემ იცოცხლეთ იქაც ერთი დედ-მამის შვილებივით იქცევიან ასე გააგრძელეთ, 2024-ში ერთიანი პარტიული სიას დაწერეთ და ეგ არის,” – წერს ბოჟაძე “Facebook” – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები