სოზარ სუბარი: ლუდმილა დენისოვას მგონი, დაავიწყდა, რომელი ქვეყნის ომბუდსმენია

“ლუდმილა დენისოვას მგონი, დაავიწყდა, რომელი ქვეყნის ომბუდსმენია, რადგან აბსოლუტურად ცდება ომბუდსმენების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. დენისოვა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვალიფიციურ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას საჭიროებს.

სუბარი ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სააკაშვილის მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ომბუდსმენი არ არის ექსტერიტორიული პრინციპით, ის თავის ქვეყანაში იცავს ყველა ადამიანის უფლებას, იქნება ამ ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის მოქალაქე თუ, თუნდაც, მოქალაქეობის არმქონე პირი. რაც შეეხება ჩვენი სახალხო დამცველის განცხადებას, რომ, თურმე, სტრესს განიცდის მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნით, თუ რაღაც ამდაგვარი თქვა, როცა ადამიანი ვერ ეგუება ციხის პირობებსა და ამის გამო სტრესს განიცდის, მან დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს. ძალიან მარტივი რეცეპტი არსებობს და თუ დანაშაულს ჩაიდენს, მას მოუწევს მსგავს სტრესებთან გამკლავება“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები