ირაკლი კობახიძემ კელი დეგნანთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრაზე არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.

“ჩვენ სხვადასხვა თემაზე გვქონდა ძალიან მეგობრული საუბარი, ეს იყო, მათ შორის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, სამომავლო პერსპექტივები. რა თქმა უნდა, დეტალური საუბარი გვქონდა ყველა ამ თემაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ელჩთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს, როგორ წარიმართება მოვლენები, პირველ ყოვლისა, უკრაინის გარშემო და ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები. საუბარი გვქონდა ძირითადად ამ თემაზე. ასევე, შევეხეთ შიდა პოლიტიკურ პროცესებს, განვითარების პერსპექტივებსა და პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხებს. ვისაუბრეთ საპარლამენტო დღის წესრიგზე და საპარლამენტო დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია საკონსტიტუციო ცვლილებებიც. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები