დღეს, 19:00 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ „ქართული ბრენდის დღე 2021“ გაიმართება
დღეს, 20 იანვარს, 19:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ წლის გამორჩეული მოვლენა – „ქართული ბრენდის დღე 2021“ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.
“19 წელია „ქართული ბრენდის დღე“ ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს ასახავს და ნაციონალურ ბრენდებს განვითარების ყველა ეტაპზე წარმოაჩენს, მისი პრესტიჟული ჯილდო კი არაერთი კომპანიისთვის გახდა სტიმული.
,,ქართული ბრენდის დღე“ ნაციონალურ ბრენდებს 7 ნომინაციაში ავლენს _ ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი, წარმატებული ინვესტიცია და ბრენდ-პერსონა.
„ქართული ბრენდის დღე“ 19 წლისაა და დამეთანხმებით, რომ ეს მთელი ეპოქაა. მასზე თაობები გაიზარდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია და არა მარტო ბიზნესის, არამედ მთლიანად ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს შოუ-ბიზნესში, კულტურულ ცხოვრებაში, მეცნიერებასა და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება“, _ აღნიშნავს „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელი მანანა გეგიძე.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საინფორმაციო მხარდაჭერა : რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „პირველი არხი“, ,,ტელეიმედი,” „რუსთავი 2“, ახალი ამბების სააგენტო Pia,ge, brandnews.ge, fortuna.ge, ambebi.ge, „პრაიმ ტაიმი“, მედიაჰოლდინგი ,,კვირა“, „ქართული კვირა“, ჟურნალი „ექსკლუზივი“. პროექტის პარტნიორია სარეკლამო პოლიგრაფიული საწარმო “ფრანი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.