მოსამართლეს ადვოკატები მუქარასა და დევნაში ადანაშაულებენ

უვადოდ არჩეულ მოსამართლე ლილი მსხილაძეს ადვოკატები მუქარასა და დევნაში ადანაშაულებენ. უფლებადამცველები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

ადვოკატთა კოლეგია აცხადებს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამართლე მათ მიმართ აგრესიული მოპყრობით გამოირჩეოდა. ამასთან, ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ დაარღვია კანონი და დაცვის მხარეს მოწმეების დასაკითხად მხოლოდ 5 წუთი მისცა. გარდა ამისა, ადვოკატთა კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსამართლე ლილი მსხილაძე მათ და მათი დაცვის მყოფებს ციხეში გაშვებით რამდენჯერმე დაემუქრა. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით მათ სხდომის ოქმის ამოღება მოითხოვეს.

ადვოკატები აღნიშნული მოსამართლის გათავისუფლების მოთხოვნით შესაბამის უწყებას მიმართავენ​.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები