საქსტატი: 2021 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა იყო ჩინეთი, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი მლნ. აშშ დოლარით იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი – 610.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 531.7 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, უწყების წინასწარი მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 823.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 028.6 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 864.9 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ცნობით, 2021 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 815.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 477.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 456.6 მლნ. აშშ დოლარით.
ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი გასულ წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 898.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 822.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 736.1 მლნ. აშშ დოლარით.