“გილოცავთ ნათლისღებას” – საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წყალი აკურთხა(ფოტო,ვიდეო)

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წყალი აკურთხა და სრულიად საქართველოს ნათლიღების დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ქრისტესი უდიდესი დღესასწულია ქრისტიანულ სამყაროში.

იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. ნათლისღება არის წმინდა სამების დღესასწაული. ხმა უფლის, მისი მადლი გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან. ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველა ადამიანს ამ განსაცდელისგან“, – განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები