ნიკოლოზ სამხარაძემ შვედ კოლეგასთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კენეტ ფორსლუნდთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ევროპაში არსებული უსაფრთხოების გარემო, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-სა და რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და ეუთოს ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები.

„დავინტერესდი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვედეთის პოზიციით, ჩემმა კოლეგამ მიმოიხილა შვედეთის შიდაპოლიტიკური სიტუაცია, პარტიების მიდგომა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ასევე, მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რა დამატებით ნაბიჯებს დგამს შვედეთი საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. განიხილეს სავარაუდო სცენარები, რომელიც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შესაძლოა, რუსეთის მხრიდან განვითარდეს. შვედეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა საქართველოს თავდაცვითი პოტენციალითა და განვითარების ტენდენციებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ რუსეთის მთავარი ამოცანა არის პოსტსაბჭოთა სივრცეზე სრული კონტროლის დამყარება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები