სოზარ სუბარი: ერთი ფასი აქვს, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში იქნება თუ არა, რადგან დესტრუქციის მეტი არაფერი შეუძლიათ

“ერთი ფასი აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება თუ არა. დესტრუქციის მეტი მათ არაფერი შეუძლიათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, არცერთი რაციონალური წინადადება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არ გაჟღერებულა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრჯერ დაარღვია თავისის სიტყვა – ხან ამბობდნენ, რომ პარლამენტში არ შევალთო, მერე ვაიძულეთ შემოსულიყვნენ, ნახეს, რომ იქ ვერაფერს აკეთებდნენ. ტრიბუნაზე აჭრისა და ხმაურის მეტი მათ არაფერი გამოსდიოდათ. მხოლოდ ხელფასს იღებდნენ. შემდეგ გადავიდნენ ბოიკოტის რეჟიმში, ახლა ისევ ამბობენ, რომ შემოდიან. ერთი ფასი აქვს, ისინი პარლამენტში იქნებიან თუ არა, რადგან დესტრუქციის მეტი მათ არაფერი შეუძლიათ. არცერთი რაციონალური წინადადება, არცერთი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული წინადადება მათგან არ წამოსულა. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, ტყუილებით საზოგადოების გაჯერება და მუდმივი დესტრუქციაა, თუმცა, იქაც არაფერი გამოსდით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები