“სწორედ ნონა მამულაშვილმა გააჟღერა ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი პარლამენტის დარბაზში” – რატი იონათამიშვილი

„ნაცმოძრაობის“ სწორედ ამ წევრმა გააჟღერა ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი საქართველოს პარლამენტის დარბაზში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითიც ნონა მამულაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები არ გააკეთებენ შესაბამის კომენტარებს ნონა მამულაშვილის განცხადებაზე, ამით ისინი აღიარებენ, რომ არიან „ნაცმოძრაობის“ მორჩილებაში.

„ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ „ნაცმოძრაობის“ სწორედ ამ წევრმა გააჟღერა ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი საქართველოს პარლამენტის დარბაზში. დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მხრიდან ამ ფაქტის დაგმობა არც მაშინ გვინახავს. ახლაც თუ არ გააკეთებენ შესაბამის კომენტარებს, მე ვფიქრობ, ამით ისინი აღიარებენ, რომ არიან „ნაცმოძრაობის“ მორჩილებაში“, – აცხადებს იონათამიშვილი.

„ნაცმოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით მოხდა ოპოზიციის ლუსტრაცია და ოპოზიციაშიც არიან ისეთები, რომლებიც, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რუსულ თამაშს თამაშობენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები