პოლონელმა მესაზღვრეებმა დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებსაც პოლონეთ-ბელარუსის საზღვრიდან დასავლეთ ევროპის მიმართულებით მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ – ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფი, სახელწოდებით – “კურიერები”. პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ განაცხადა, რომ ისინი თითოეული მიგრანტისგან 3 000 ევროს იღებდნენ.
დაკავებულები არიან პოლონეთის, საქართველოს, უკრაინის, სირიისა და ტუნისის მოქალაქეები.