ლარი გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0811 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0811 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0775 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0036 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5183 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5268 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0085 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.