“რუსეთი და ჩინეთი “თალიბების” მხარდაჭერას ინანებენ” – ირანის ყოფილი პრეზიდენტი აჰმადინეჟადი

ირანის ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, ​რუსეთი, ჩინეთი და პაკისტანი “თალიბების” მხარდაჭერას ინანებენ.

ამის შესახებ მან Aamaj News-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

მისი თქმით, “თალიბანი” საფრთხეს უქმნის მთელს მსოფლიოს, რადგან იარაღის ძალით ახვევენ საკუთარ “მთავრობას” ავღანელ ხალხს.

აჰადინეჟადი ამგვარ გამოვლინებას “ფანჯშირსა და ფარიაბიში განვითარებულ მოვლენებს” უწოდებს.

ირანელი პოლიტიკოსი “თალიბანს” აშშ-ის პროექტად მიიჩნევს.

მისი აზრით, “თალიბანი” არც რელიგიური და არც ეთნიკური მოძრაობაა, რადგან, აჰმადინეჟადის თქმით, რელიგია იარაღთან შეუთავსებელია.

ასევე, მისი თქმით, “ისლამური სახელმწიფო” და “ალ-ქაიდა” სწრაფად ძლიერდებიან “თალიბანის” პირობებში და როდესაც ისინი გაძლიერდებიან, კვლავ სერიოზულ საფრთხედ გადაიქცევიან ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები