თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი, ფილოლოგი – დავით გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი, ფილოლოგი, თსუ-ს სლავისტიკის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი დავით გოცირიძე. – ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო იყო – ზოგადი ენათმეცნიერება, კომუნიკაციის თეორია, თარგმანის თეორია და ისტორია.
იყო რამდენიმე პროფესიული სამეცნიერო საზოგადოების წევრი – როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
დავით გოცირიძე წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იგი იყო სრული პროფესორი, ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის დიდი დანაკლისია ასეთი მეცნიერისა და პიროვნების გარდაცვალება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იზიარებს მწუხარებას და თანაუგრძნობს ბატონი დავითის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებსა და სამეცნიერო საზოგადოებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები