თამარ გაბუნია: მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სკოლის გარემოში გააგრძელონ სწავლა
დღეს სკოლები პანდემიის მართვისთვის კარგად არიან მზად, ამდენად, ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სწავლა სკოლის გარემოში გააგრძელონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამგვარ სიტუაციაში სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო. თუმცა, პანდემიის ყველაზე რთული მიმდინარეობის პირობებშიც კი რეკომენდაცია არის ისეთი, რომ სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან და მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს იმაზე, რომ ბავშვებმა, სწავლა საკლასო გარემოში გააგრძელონ. მასწავლებლების ვაქცინაცია ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური იყო. სკოლები დღეს, პანდემიის მართვისთვის თავის მიკრო გარემოში კარგად არიან მზად ამდენად, ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა სკოლის გარემოში გააგრძელონ სწავლა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.