„ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლები დასუფთავების აქციას მართავენ

  კოალიცია “ქართული ოცნების” შტაბი დღეს 11 საათზე, დასუფთავების აქციას გამართავს და დედაქალაქს საარჩევნო კამპანიისას განთავსებული სააგიტაციო მასალისგან გაწმენდს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შტაბიდან აცნობეს. როგორც „კვირას“ კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბში განუცხადეს, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ დედაქალაქის არჩეული მერი დავით ნარმანია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
“საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. გარდა საარჩევნო კოდექსით დაკისრებული მოთხოვნისა, თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვება დედაქალაქის წინაშე უფრო მეტ ვალდებულებას გვანიჭებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იყოს მოვლილი და სუფთა ქალაქი. ამიტომაც, 26 ივლისს კოალიცია “ქართული ოცნების” შტაბი ვაწყობთ დასუფთავების აქციას, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს საარჩევნო კამპანიისას განთავსებული სააგიტაციო მასალისგან გავწმენდთ. მივმართავთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტს, შეუერთდეს აქციას და თბილისი სააგიტაციო მასალისგან გავათავისუფლოთ”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები