ლევან მაჭავარიანი: როდესაც შანტაჟის არანაირი მექანიზმი აღარ გაგაჩნია, შემდეგ უკვე შანტაჟსაც აზრი ეკარგება
,,ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებზე და დათქმული ვადის – 31 აგვისტოს შემდეგ მოსალოდნელ პროცესებზე საუბრისას ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც შანტაჟის არანაირი მექანიზმი აღარ არსებობს, შემდეგ უკვე შანტაჟსაც აზრი ეკარგება.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია. როდესაც შანტაჟის არანაირი მექანიზმი აღარ გაგაჩნია, შემდეგ უკვე შანტაჟსაც აზრი ეკარგება. შესაბამისად, ჩვენ ნაკლებად სავარაუდოდ მივიჩნევთ ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, ეს არის მხოლოდ შანტაჟი და მეტი აჟიოტაჟის შემოტანის მცდელობა ჩვენს საზოგადოებაში, რაღაც ჟანგბადის მიწოდება რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი ამ ყველაფერს უყურებს და აანალიზებს რადიკალური პარტიების მედიასაშუალებების მიხედვით, სადაც აქცენტი, რა თქმა უნდა, სხვა რამეზე კეთდება და და აბსოლუტურად სხვა რაღაცებს უყვებიან”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.