ალეკო ელისაშვილი: დაზვერვის სამსახური მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული

“ძალიან ზერელე წარმოდგენა მქონდა, თუ რას საქმიანობდა დაზვერვის სამსახური. უკვე მერამდენედ ვისმენ მათ ანალიზს და ის არის ძალიან სიღრმისეული”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში საქართველოს უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გავლენაზე, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოწვევებზე დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დაზვერვის სამსახური მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.

“რუსეთმა თუ აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები, უკვე 4 ე.წ. ქვეყანა იქნება და ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. ეს საფრთხეები არსებობს, ამის გაანალიზებას ვცდილობთ, ამაზე ვსაუბრობთ და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი ესწრება ამ შეხვედრებს. ზოგიერთი გენერალი სამარცხვინოდ მოდის, ხელს აწერს, რომ ხელფასი არ დაექვითოს, გენერალს რომ არ აინტერესებს სამხედრო დაზვერვის ანგარიშები, როგორ შეიძლება, ქვეყანაში მოვლენები განვითარდეს… ძალიან ზერელე წარმოდგენა მქონდა, თუ რას საქმიანობდა დაზვერვის სამსახური. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. უკვე მერამდენედ ვისმენ მათ ანალიზს და ის არის ძალიან სიღრმისეული“, – აცხადებს ელისაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები