ირაკლი კობახიძე: დროშა ჩვენი ყველა მოქალაქის ღირსებასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გამოხატავს

“დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის ღირსებასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გამოხატავს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. საქართველოს იდენტობა, გერბსა და ჰიმნთან ერთად, ამ სიმბოლიკაშია გადმოცემული. დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის ღირსებასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გამოხატავს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს“, – წერს კობახიძე “ფეისბუქის” გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები