შალვა პაპუაშვილი: შეტევა სასამართლოზე, როგორც ინსტიტუტზე, ასევე მოსამართლეზე, არის მიუღებელი, განსაკუთრებით კი – ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი

“ადამიანების წინააღმდეგ თუნდაც სიტყვიერი შეტევა გახლავთ დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა და ჩვეულებრივი მოწოდება, რომ ხდებოდეს ადამიანის ღირსების შელახვა, შეურაცხყოფა”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მისი საქმის მოსამართლის მიმართ.

პაპუაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში დაძაბულობას და აგრესიულ გამოვლინებას იწვევს, მით უფრო, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისგან.

„ზოგიერთი ოპონენტის თუ ორგანიზაციის მხრიდან სამწუხარო ტრადიციაა შეტევა სასამართლოზე, როგორც ინსტიტუტზე და კიდევ უფრო დაბალი დონე არის შეტევა ინდივიდუალურად მოსამართლის წინააღმდეგ, რაც არის მიუღებელი და განსაკუთრებით მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი.
ადამიანების წინააღმდეგ თუნდაც სიტყვიერი შეტევა გახლავთ დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა და ჩვეულებრივი მოწოდება, რომ ხდებოდეს ადამიანის ღირსების შელახვა, შეურაცხყოფა. ასეთი მოწოდებები პოლიტიკოსების თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მხრიდან ინსპირირებას უკეთებს იმას, რომ მხარდამჭერებმაც ასეთი რეაქცია გამოხატონ, რაც არის სამწუხარო გამოწვევა, ამის შედეგად ხდება ტემპერატურის აწევა საზოგადოებაში და სხვადასხვა აგრესიული გამოვლინება,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები