ირაკლი ბერაია – „რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევა ბევრია და პრიორიტეტებიც ამ გამოწვევების შესაბამისად გვაქვს”

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გავლენაზე, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოწვევებზე დახურული შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილემ და თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეპუტატებს დახურულ ფორმატში ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია შეაფასა.

„კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლებმა უსაფრთხოების გარემოზე, სხვადასხვა ხასიათის საფრთხეებსა და გამოწვევებზე ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს. საუბარია როგორც სამხედრო, ასევე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ გამოვლინებებზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონკრეტულ რეგიონებზე, როგორც ჩვენს, ასევე, სხვა რეგიონებზე, სადაც დღეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აქტივობებს ადგილი აქვს და საიდანაც შესაძლოა არსებობდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ნეგატიური გავლენა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

როგორც დაზვერვის სამსახურის, ასევე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მხრიდან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ და შესაბამისი უწყებების მოსმენების აღნიშნული პრაქტიკა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება. გამოწვევა არის ბევრი, პრიორიტეტებიც ამ გამოწვევების შესაბამისად არის ბევრი და მნიშვნელოვანი და ჩვენი საინფორმაციო მოთხოვნებისთვის, ისევე, როგორც ჩვენი საზედამხედველო საქმიანობისთვის მსგავსი მოსმენები მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები