ირაკლი ზარქუა: ოპოზიცია გვიმტკიცებდა, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და საკრებულოები, სადაც დღეს წამოსკუპებულები არიან, შალიკოც კი შემოდის

“მგონია, რომ ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალურიც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევაში” , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამის ფიქრის საფუძველს ის აძლევს, რომ ოპოზიცია, რომელიც არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობდა, ახლა პარლამენტში ზის.

„ოპოზიცია გვიმტკიცებდა, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და საკრებულოები, სადაც დღეს წამოსკუპებულები არიან. შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო. შესაბამისად, მგონია, რომ ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალურიც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევაში. კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთად აღიარეს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, სადაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ მოქალაქეებს,“ – აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს უკვე მოუსმინეს, ამ წუთებში კი წევრობის კანდიდატებს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები