შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონზე ისტერიას პასუხი გაეცა იმით, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონზე ისტერიას პასუხი გაეცა იმით, რომ პრეზიდენტმა ამ დისკუსიის მოსმენის შედეგად ხელი მოაწერა კანონს.
პაპუაშვილის თქმით, ამ საკითხზე განხილვების პერიოდში არგუმენტირებული კრიტიკა არ გამოთქმულა.

“ამ პროცესის განმავლობაში გვესმოდა სხვადასხვა სახის კრიტიკა, მათ შორის, რატომ იყო დაჩქარებული პროცესი, ამასობაში, გავიდა საკმაოდ ბევრი დრო, რომ თუკი რაიმე კრიტიკული არგუმენტი არსებობდა, გამოთქმულიყო. ყველა არგუმენტი გამოითქვა და, საბოლოოდ, ყველა ვთანხმდებით, რომ ინსტიტუციურად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და რაიმე არსებითი კრიტიკა არ არსებობს. აქედან არის ნაკარნახევი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც. პრეზიდენტმაც მოისმინა ყველა მოსაზრება, გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა ამ კანონს. აქედან გამომდინარე, გარკვეულ ისტერიას დაინტერესებული მხარეების მხრიდან, გაეცა პასუხი იმით, რომ პრეზიდენტმა ამ დისკუსიის მოსმენის შედეგად ხელი მოაწერა კანონს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები