გიორგი ამილახვარი: ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ატარებენ რუსეთის ინტერესებს

“გუშინ ბრალდებულმა სააკაშვილმა პირდაპირ ვიტყოდი, შტუმი მიიტანა ხელისუფლების ერთ-ერთ დამოუკიდებელ შტოზე, რომელზეც დგას სახელმწიფო – სასამართლო ხელისუფლებაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტმა პირადი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლესა და მთლიანად ინსტიტუციას.

„მას წარმოუდგენია, რომ როგორც ეს მისი მმართველობის დროს იყო, მოსამართლე უნდა იყოს ნოტარიუსის ფუნქციების მატარებელი. ისევე, როგორც პოლიციელს და სხვა ყველა საჯარო მოხელეს ექცეოდა თავის დროზე – მას წარმოუდგენია, რომ მისი მმართველობიდან უკვე 9 წლის შემდეგაც ასე უნდა იყოს. ბუნებრივია, ეს კატეგორიულად მიუღებელია, რადგან სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო და კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ასე იქადნის მართლმსაჯულების რეფორმაზე და გარკვეულ რეკომენდაციებსაც გვაძლევს „ქართულ ოცნებას“, კომენტარი არ გაუკეთებია სააკაშვილის გუშინელ იერიშშზე, რომელიც მან მიიტანა სასამართლო ხელისუფლებაზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და შტოებზე შტურმი ამ ქვეყანაში და მათი შერყევა შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში და ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ატარებენ რუსეთის ინტერესებს“, – განაცხადა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები